თეგებით ძიება

"ხშირად გვეკითხებიან რა არის გეგმა" - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში პარტიის გეგმებთან დაკავშირებით წერს:

"ხშირად გვეკითხებიან რა არის გეგმა.
მზა რეცეპტი ნამდვილად არ არსებობს, გარდა ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკური საქმიანობისა. გულწრფელობა ყველაზე კარგი იარაღია და ვთქვათ:

- პოლიტიკურ მართმსაჯულებაზე და პრეზიდენტის პატიმრობაზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას;
- ამომრჩეველთან მუშაობა (არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ორი თვით ადრე) მუდმივად;
- საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა;
- საკრებულოებში ადამიანებისთვის ბრძოლა;
- პარლამენტში მაქსიმალურ თანხმობას ოპოზიციასთან, საგამოძიებო კომისიებს და ევრორეფორმების პაკეტის შემუშავებას, რაზეც მალე დავიწყებთ კონსულტაციებს;

- პროდასავლური ოპოზიციის ერთობა საერთო ინტერესების გარშემო;
აქციები და პროტესტი უნდა იყოს მუდმივი, მაგრამ აქვე ისიც არის, რომ როცა ოპოზიცია და მთავარი ოპოზიციური პარტია პროტესტზე იკრიბება - ეს აქცია მძლავრი უნდა იყოს.

გულწრფელი ვთქვათ: ხელისუფლებას მიმდინარე აქციები არ აშინებს.
და მათავარი: სანამ ადამიანი არ იგრძნობს, რომ პოლიტიკოსი მასზე ზრუნავს - რეჟიმთან ბრძოლაში საკმარისი მოკავშირეები არ გვეყოლება.

ალტერნატივას უნდა ხედავდნენ ოპოზიციაში საქართველოს მოქალაქეებიც და ჩვენი პარტნიორებიც.
ეს მიმაჩნია სტრატეგიად", - წერს დეკანოიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა