თეგებით ძიება

"რეზო ამაშუკელს არ უცხოვრია პოეტის ცხოვრებით, ამიტომ მისგან ტერენტი გრანელის გამოყვანა არ გამოვა" - ზვიად კვარაცხელია

მწერალი, ზვიად კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების საკითხს ეხმაურება:

"რეზო ამაშუკელს არ უცხოვრია პოეტის ცხოვრებით, ამიტომ მისგან ტერენტი გრანელის გამოყვანა არ გამოვა. მას იზიდავდა ძალაუფლება და პატივი, ხიბლავდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ჯანდაბაში გასტუმრება – ტრიბუნიდან, ხმამაღლა, ზოგჯერ სახიფათოდ, ზოგჯერ კი ღვარძლითა და უკიდურესი ცინიზმით.

„მე კომუნისტი კაცი ვარ, მაგრამ პატრიარქის დაკიდებული ჯვრით დავდივარ“ – მის პოეზიაზე აღმატებით საუბრისას ეს ორმაგი მორალიც არ დაგვავიწყდეს. ეს ჩვენი საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის მემკვიდრეობაა, უბრალოდ რეზო ამაშუკელმა გაახმოვანა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პათოსითა და არტისტიზმით.

ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ რეზო ამაშუკელის ბიოგრაფიაში მოქკავშირის დამფუძნებელი ყრილობა და „გიხაროდენ” უფრო ბრწყინავს, ვიდრე მისი პოეზია. თვითონ გადაწყვიტა ასე, მგონი ასე ერჩია თვითონაც", - წერს ზვიად კვარაცხელია.

პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში 10 იანვარს გარდაიცვალა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა