თეგებით ძიება

"მთავარ არხზე" ცვლილებებია - რა ინფორმაციას ავრცელებს ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში იმ ცვლილებებზე წერს, რომელიც ტელეკომპანიაში ახალი ამბების და თოქშოუების მიმართულებით განხორციელდა:

"მთავარი არხი ახალ სეზონს განახლებული ბადით ხვდება. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი შენარჩუნებულია. იქნება ახალი და საინტერესო პროექტებიც.
დღეს შევჩერდები მხოლოდ ცვლილებებზე ახალი ამბების და თოქშოუების მიმართულებით:

1. გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა გიორგი გაბუნია
2. პოსტ ფაქტუმს წაიყვანს მიხეილ სესიაშვილი მიშა სესიაშვილი. პოსტ ფაქტუმის ჯგუფს შეემატა ბექა ყორშიაც აქებ აიშროყ.
3. შაბათის ფორმატი აქამდე არსებული სახით, დაიხურა. მის ნაცვლად შემოგთავაზებთ ახალი ამბების გამოშვებას, საინტერესო ფორმატით. გადაცემას წაიყვანს თამარ ბაღაშვილი
4. გამომდინარე იქიდან, რომ თამარ ბაღაშვილი ცხრიანი მთავარის წამყვანია, დაიხურა "დებატები თამარ ბაღაშვილთან".
5. შეიცვალა ჩემი გადაცემის ეთერში გასვლის დროც. მთავარი აქცენტები იქნება ხუთშაბათობით 22:00 საათზე. პროექტი ხალხის ხმა დაიხურა, ხოლო მთავარი გოგოები იქნება კვირას, 23:00, პოსტ ფაქტუმის შემდეგ.
სხვა სიახლეებზე მოგვიანებით გაცნობებთ.
გმადლობთ, რომ გვიყურებთ", - წერს გვარამია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა