თეგებით ძიება

"ექიმებმა ახალშობილი დენის "გრელკაში" ჩავაწვინეთ, მაღალზე იყო აწეული, ბავშვი დაიწვა და მოკვდაო... პატარას ფეხის ქუსლები და იდაყვები სულ მოჭმული და მოგლეჯილი ჰქონია" - შემზარავი ისტორია

ფეისბუქჯგუფში "ვეძებ" მინდიაშვილი ნინო შემზარავ ისტორიას აზიარებს და წერს, რომ ის 1991 წლის 7 მარტს გურჯაანში დაბადებულ ძმას ეძებს, რომელიც სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, თითქოს დაიღუპა.

"უმძიმესიისტორია!
ეს მოხდა კახეთში
დედა იყო მეოთხე შვილზე ორსულად
ცხრა თვეს რამოდენიმე კვირა ეკლდა რომ წელისტკივილით კაჭრეთის საავადმყოფოში წაიყვანეს..
მეორე დღეს ისე,რომ პატრონსაც არ დაეკითხნენ გურჯაანში გადაიყვანეს და საკეისრო კვეთა გაუკეთეს..
ეს მოხდა 1991 წლის 7 მარტს,
#ეყოლა ბიჭი დედამ მხოლოდ ერთხელ ნახა ,სრულიად ჯანმრთელი დაიბადა ორი კილო და ხუთასი..
მეორე დღეს დედამ შვილი მოიკითხა და უთხრეს რომ გარდაიცვალა..
დედა გადარეულა,ჯანმრთელი იყო და რა დაემართა ამიხსენითო ყვიროდა..
#უთხრეს რომ დენის გრელკაში ჩავაწვინეთ ,მაღალზე იყო აწეული ბავშვი დაიწვა და მოკვდაო..
ეს უკვე ცხრაში დილით მიზეზი მოიდეს რომ ქეიფობდნენ და სათანადოდ ვერ მიხედეს , არადა იმ დღისით მამა იყო
მისული და ბებია ნახეს ბავშვი,იმ დროს ფული ფულობდა და ცხრაასი მანეთი გამოართვეს მამას
ექიმებმა და ექთნებმა ჩაიჯიბეს...
დედაჩემს რაღაც ნემსი გაუკეთეს რომ რამის თქმის ძალა და ენერგია აღარ ჰქონოდა სულ გაბეჩავებულა...
მაგრამ ახსოვს ლოყაზე დიდ მეჭეჭიანი ქალი როგორ კითხავდა,
ვინაობას ეკითხებოდა თუ სადაური იყო , რამდენი შვილი ჰყავდა,რა გვარები იყვნენ და ა.შ
მოითხოვეს ცხედარი..
მამას და ბებიას ორკილო ნახევრიანი ბავშვის მაგივრად ოთხკილოიანი , მორგში ნამყოფი,პროსტინაში
გამოკვანძული გვამი მისცეს
ისე ყოფილა გამოკრული რომ საავადმყოფოში ყოფნისას ვერ გახსნეს , დედა ითხოვდა მკვდარი შვილის ნახვას და არც ამის საშუალება არ მისცეს..
ბებიაჩემს სახლში მოტანისთანავე მაკრატლით გაუჭრია,რომ ნაყიდი ტანსაცმელები ჩაეცმია და გადარეულან
პატარას ფეხის ქუსლები და იდაყვები სულ მოჭმული და მოგლეჯილი ჰქონია,
დიდი ხნის მკვდარი იყო ის ბავშვი , ძალიან დიდი თოვლი ყოფილა მამას ფიცრის კუბო შეუკრავს და ჩვენს ეზოში ნუშის ხის ქვეშ დაუმარხავს რადგან სასაფლაომდე ვერ მივიდოდნენ თოვლის გამო...
შემდეგ დაიწყეს ძიება და მერე მოხდა ზუსტად ის,რომ ექთანი ფეხებში ჩაუვარდა ტირილით და სთხოვდა რომ შეეშვი , ნუ ეძებ შენს შვილებს მიხედე , თორემ ციხე არ ამცდება და ჩემს შვილებს რა ეშველებათ უპატრონოდ დარჩებიანო..
დედა ისეთი
ცუდად იყო ჩვენზე ზრუნვის თავი აღარ ქონდა
არც ის დრო იყო რომ სამართალი ეპოვათ და არც პატრონი ჰყავდათ ვინმე
რომ გვერდით დადგომოდათ..
თუ ხარ ამ დროს დაბადებული და ეძებ ბიოლოგიურ ოჯახს შეგვეხმიანე", - წერს სოციალური ქსელის მმხმარებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა