თეგებით ძიება

"იშვიათად მომიყოლია... მე უფრო გამიმართლა თუ მას?" - თეონა ცხომელიძე

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე თავისი ცხოვრების დამალულ მხარეებზე სოციალურ ქსელში წერს:

"იშვიათად მომიყოლია - ტყუპი ვარ, უბრალოდ მეორე დედას მოეშალა. ხშირად მიფიქრია მე უფრო გამიმართლა თუ მას? არჩევანი რომ მქონოდა ხომ არ დავუთმობდი ადგილს? და ამ კითხვაზე პასუხი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყოველთვის სხვადასხვა იყო…

დიდი ხანია მყარად ვარ დარწმუნებული - გამიმართლა მე! სამყაროს ბევრი უსამართლობის მიუხედავად, არსებობს სრულიად ჯადოსნური რამ, რაც ადამიანის გონებას შეუძლია და ეს უპირობო სიყვარულია. მადლობა ამ სიყვარულისთვის ჩემს გამორჩეულად საუკეთესო მეგობრებსა და ოჯახს.

მადლობა თქვენ ამდენი სითბოსთვის და კეთილი სურვილებისთვის!!! ტრადიციულად ყველა მოლოცვას ვუპასუხებ ნელ-ნელა. მეც მიყვარხართ", - წერს თეონა ცხომელიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა