თეგებით ძიება

"ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ თავი მოვიწონო" - მიხეილ სააკაშვილი თავისი გუნდის მუშაობით უკაყოფილოა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება:

"კიდევ ერთხელ დევნილებზე - ახლა ხშირად იმეორებენ, რომ ივანიშვილის 9 წელიწადში იმდენ დევნილს მისცეს საცხოვრებელი, რამდენსაც ჩვენ 8 წელიწადში. ამიტომ, დიდი განსხვავება არ არისო.

ეს ძალიან არასწორი შედარებაა. ჩვენ დაგვხვდა ცარიელი ბიუჯეტი და დევნილების მასშტაბური განსახლება მხოლოდ 2008 წლის ბოლოს დავიწყეთ. ამიტომ, პროგრამას ზუსტად 4 წელი ვახორციელებდით.

ახალ ხელისუფლებას რამდენიმე მილიარდი დავუტოვეთ. ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ თავი მოვიწონო. ბევრად მეტი უნდა გაგვეკეთებინა და ნამდვილად, კმაყოფილი ვერ ვიქნები ამ სფეროში ჩვენი მუშაობით. თუმცა, ძალიან გთხოვთ, არასწორ ხალხს ნუ შეგვადარებთ. ამათ შეჭამეს ჩვენი დატოვებული ფული და რაც მთავარია, იჩენენ სრულ გულგრილობას და გულქვაობას.

პრეზიდენტობის დროს მე პირადად ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი დევნილთა საცხოვრებელში და მათი ბედი ჩემს ერთ-ერთ მოუშუშებელ ტკივილად რჩება", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა