თეგებით ძიება

"ცარიელი პიარი ხართ!" - მომხმარებელი "არქის" ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

ფეისბუქჯგუფში "სასოწარკვეთილი მომხმარებელი", სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს სამშენებლო კომპანია "არქის" შესახებ, რომელმაც, მისი განმარტებით, დაპირებული ვალდებულებები არ შეასრულა.

"მოკლედ, ძალიან ბევრი ვითმინე და ვიფიქრე, აქ დამედო თუ არა ჩემი გულისტკივილი ამ საკითხთან დაკავშირებით!
საქმე რაშია!

შევიძინე ბინა "არქიში" იმ პირობით, რომ ეს ტერასაც, რასაც ნახავთ ახლა, იქნებოდა ზუსტად ასეთი, მაგრამ რაც გააკეთეს, იმას თქვენი თვალითაც ნახავთ.
პასუხი არის ის, რომ ძალიან ლამაზია, გაყვავილდება და იქნება კარგი!
სად ერეკლე და სად .... ისაო რააა ..

ცარიელი პიარი ხართ და იმედია, ამის საშუალებით ვინმე მაღლა მდგომები ვინც ხართ, მოვა თქვენდამდე ჩემი გულისტკივილი!", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა