თეგებით ძიება

"ეტყობა, რომ ახალი ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლები “ძველი გაგების” არიან... კლასიკური “შევარდნაძის კადრები" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრიცვი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მინისტრის პოსტი დარგის სპეციალისტს უნდა ეკავოს.

"ეს არის საქმის არცოდნა!
ეს არის არაპროფესიონალიზმი!
ეს არის კორუფციული მენტალიტეტი!
როგორ ეტყობა, რომ ახალი ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლები “ძველი გაგების” არიან, ანუ არაპროფესიონალები, კორუმპირებულები, გაყიდულები, კლასიკური “შევარდნაძის კადრები”.

რა მიკვირს, იცით?! ერთი და იმავე წრეზე ვტრიალებთ,, ერთი და იმავე შეცდომებს ვუშვებთ და ერთი და იგივე “ექსპერტები” აგვარებენ საქმეებს …
ჯანდაცვის მინისტრის წარმატება არის ქვეყნის წარმატება… ერთი თვეც არ გასულა რაც ახალი ჯანდაცვის მინისტრი დაინიშნა და დიდი იმედგაცრუებაა. მართლა სამწუხაროა! ქვეყნის წარმატებაზე ხომ საუბარი არ არის …
დასკვნა, ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს დარგის სპეციალისტი", - წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა