თეგებით ძიება

"გოგოებო, ნუ თხოვდებით ქართველ კაცებზე. მათ მხოლოდ მომვლელად სჭირდებით. ის ჩოგბურთელი ნამდვილი ქართველი კაცის სახეა!" - ცისნამი საყვარლიშვილი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში მოწოდებით გამოდის და ქართველ ქალებს მიმართავს:

"გოგოებო, ნუ თხოვდებით ქართველ კაცებზე. მათ მხოლოდ მომვლელად სჭირდებით, არ გცემენ პატივს და შეურაცხყოფას გაყენებენ!
აი, ის ჩოგბურთელი არის ნამდვილი ქართველი კაცის სახე!
ახლა თუ გინდათ მთელი ღრუზიის საკაცეთი შემომივარდით კომენტარებში!
თქვენ არ იცით ქალის პატივისცემა! თქვენ სუფრაზე სვავთ ქალის სადღეგრძელოს და ცხოვრებაში აბუჩად იგდებთ, როგორც ნივთი ისე ექცევით!
უმეტესობას დედები, ცოლები ემიგრაციაში გყავთ გაშვებული და მათი მწარედ ნაშოვნი ფულებით ცხოვრობთ", - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა