თეგებით ძიება

"წარმოიდგინეთ, რას აკეთებს სისტემა იქ, სადაც მესამე პირი კამერით არ იღებს?" - ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციელის მხრიდან შშმ პირზე ძალადობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"დღეს გავრცელებულ კადრებში ვნახეთ პოლიციელი, რომელიც შშმ პირზე ფიზიკურად ძალადობს. მას ახლავს მეორე პოლიციელიც, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და არაფერს აკეთებს მის შესაჩერებლად.
შეუძლებელია ამ ფაქტს გამართლება ჰქონდეს.
პოლიციელი ელოდება როდის აივლიან ესკალატორს, რათა მალულად, ოთახში შეძლოს „მისი ალაპარაკება“, რადგან ეუბნებიან, რომ ბიჭი ყრუ-მუნჯია.
საინტერესოა, რომ არა მესამე პირის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეო, როგორ შეიფუთებოდა ეს ქეისი დღევანდელ სასამართლოში. იმ სასამართლოში, სადაც მოწმედ ორი „სანდო“ პოლიციელის ჩვენებაც საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად.
წარმოიდგინეთ, რას აკეთებს სისტემა იქ, სადაც მესამე პირი კამერით არ იღებს? ეს ბიჭი რომ მარტო ყოფილიყო, ან მის ნაცვლად თქვენ ან თქვენი შვილი ყოფილიყავით?
რეაგირება ამას არ უშველის, სისტემაა შესაცვლელი და ამის გამკეთებელი ოცნება არაა", - წერს ჯაფარიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა