თეგებით ძიება

"მორიგი ეკონომიკური სასოწარკვეთა..." - რეალურად რამდენი მიაქვს სახელმწიფოს თქვენი ხელფასიდან?!

ეკონომისტი, ოთო აბესაძე ფეისბუქჯგუფში "სასოწარკვეთილი მომხმარებელი" განმარტავს, რიგითი მოქალაქეების შრომის რამდენი პროცენტი მიდის ბიუჯეტში რეალურად:

"მორიგი ეკონომიკური სასოწარკვეთა
მარტივ და ადამიანურ ენაზე ავხსნათ თუ როგორ არის რიგითი ადამიანი ხელისუფლების ეკონომიკური წყარო.
დავიწყოთ ოფიციალური მონაცემების განხილვით. საქართველოში საშუალო ხელფასი არის 1328 ლარი. აქედან 20% - ს სახელმწიფო გაჭრით საშემოსავლო გადასახადის სახით და ხელზე იღებთ 1062 ლარს და 40 თეთრს.
ნუ გგონიათ, რომ თქვენი და სახელმწიფოს ურთიერთობა ამით სრულდება.
თქვენ ყოველდღიურად ყიდულობთ პურს, რომელიც ღირს 1.2 ლარი. აქედან დღგ-ს გადასახადს 18%-ს იხდით თქვენ (მყიდველები) შესაბამისად ყოველი 1 პურიდან 21.6 თეთრი მიდის ბიუჯეტში, ხოლო 0.98 თეთრი მიდის მწარმოებელთან.
ესეა აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში. თქვენ როდესაც მოგინდებათ პური, შაურმა, შოკოლადი, ჰამბურგერი, ახალი ტანსაცმელი და უამრავი რამ, სახელმწიფო ამ სურვილისთვის ჯამში “გაჯით” 18% - ით.
განსხვავებული ვითარებაა საწვავის შემთხვევაში სადაც ზემოთხსენებულ დღგ-ს 18% - ს ემატება აქციზის გადასახადი. დღევანდელი რეალობიდან რომ ამოვიდეთ (საწვავის ფასი საშუალოდ 3 ლარი) ერთი ლიტრი საწვავიდან 90 თეთრი შედის ბიუჯეტში აქციზი+დღგ.
უფრო რომ გავამარტივოთ:
თუ თქვენ:
დაგერიცხათ ხელფასი 1328 ლარი.
საწვავს იხმართ თვეში 150 ლიტრს (450 ლარი)
პური, სურსათი და ა.შ იყენებთ საშუალოდ 400 ლარს
საშუალოდ 100 ლარს იხდით კომუნალურ სერვისებში.
50 ლარს მოიხმართ მობილური ინტერნეტი, სალაპარაკო და ა.შ
60 ლარს ხარჯავთ მედიკამენტებში.
რეალურად სახელმწიფო თქვენგან იღებს:
ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი 20% ანუ 296 ლარს.
საწვავიდან 135 ლარს.
პური, სურსათი და ა.შ 72 ლარს.
კომუნალურებიდან 18 ლარს.
მობილური/ინტერნეტი 9 ლარს.
მედიკამენტებიდან 10.8 ლარს.
ჯამში საშუალო სტატისტიკური ქართველისგან, რომელიც ოფიციალური საქსტატის მონაცემებით თვეში გამოიმუშავებს 1328 ლარს, მისგან სახელმწიფოს მიაქვს 540 ლარი
სიგიჟეა ხომ? არა, რეალობაა ‼️ თქვენი შრომის 40.66% მიდის ბიუჯეტში
მიხვდით ხომ? აბა ეხლა იმაზე დაფიქრდით თქვენი შრომის 40.66% ს როგორ ხარჯავენ", - წერს აბესაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა