თეგებით ძიება

"პოლიტიკოსს როცა დასცინი - ბრაზისგან შეიძლება ჭკუიდან გადადგეს... მწარედ დავცინით ყველას, ვინც ხალხს დასცინის" - ბექა ყორშია გეგმებს ამხელს

ჟურნალისტი, ბექა ყორშია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მამა და ბებია გარდაეცვალა, სამსახურს უბრუნდება და სოციალურ ქსელში გეგმებზეც წერს:

"მეგობრებო, ვცდილობ, ნელ-ნელა დავუბრუნდე აქტიურ ცხოვრებასა და სამუშაო პროცესს. ამ სეზონიდან მთავარი არხის დილის ეთერის წამყვანთა გუნდს შევუერთდი - მართლა გამორჩეულად ნიჭიერ ხალხს. ასე რომ, სამშაბათს და ხუთშაბათს დილის რვის ნახევრიდან მეც გაგაღვიძებთ ხოლმე. ხუთშაბათობით კი ასეთი რუბრიკა მექნება - “ყორშიას ამბები”, სადაც ქართული და არაბული პრესის ყველაზე უცნაურ, გინდა - აბსურდულ ამბებს გაგაცნობთ.

რაც შეეხება ჩემს ტრადიციულ შაბათის სიუჟეტებს, ამ სეზონიდან კვირა დღეს გადავინაცვლებ და Post Factum-ის ბრწყინვალე და მე ვიტყოდი, ამ ქვეყნის ყველაზე გამოცდილ ჟურნალისტებთან ერთად შევუდგები საყვარელ საქმეს.

ჩემი სიუჟეტების ფორმა და შინაარსი ცხადია, უცვლელი რჩება - მწარედ დავცინით ყველას, ვინც ხალხს დასცინის. ამ ორი წლის განმავლობაში, ერთ რამეს მივხვდი - ქართველ პოლიტიკოსს კორუმპირებული, მიმტაცებელი და მკვლელი რომ ეძახო, კიდია, ყურსაც არ შეიბერტყავს. აი, როცა დასცინი - ბრაზისგან შეიძლება ჭკუიდან გადადგეს, რადგან გულის სიღრმეში თავადაც გრძნობს, რომ მართალი ხარ.

მოკლედ, "აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს". ყოველ კვირას, საღამოს ცხრაზე გელოდებით "მთავარ არხზე", - წერს ყორშია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა