თეგებით ძიება

"დედის ბრალიაო, დედამ ვერ მიხედაო ... ექიმი ცდილობდა პასუხისმგებლობის აცილებას" - რა დაემართა კლინიკაში ბავშვს, რომელიც “იავნანაში” სულ სხვა ჩივილით შეიყვანეს

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანა ბალამწარაშვილი გორში, დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანაში” მწოლიარე პატარა პაციენტზე წერს და ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს.

"ეს პაწაწუნა ხელები ეგრეთწოდებულ საზღვართან მცხოვრებ და ეხლა გორში, დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანაში” მწოლიარეს ეკუთვნის,შევწრძუნდი როცა ვნახე,დავურეკე ექიმს(გვარს არ დავწერ შეგნებულად პაციენტის უსაფრთხოების გამო)პირადად და ვესაუბრე,ვიკითხე მიზეზი რა ჭირდა პატარას ,რადგან როგორც ჩემთვის ცნობილია ბრონქიტია მიზეზი რის გამოც იქ მოხვდა,არც არაფერი ისეთიო მითხრა,კათეტერი რომ ჩავუდგით დავუმაგრეთ “ლეიკოთი”, დაუსველდა და ეს იმის შედეგიაო,კარგი დავიჯერე რომ ეს ასეა,შემდეგ იწყება მთავარი,დედის ბრალიაო,დედამ ვერ მიხედაო,და საერთოდ საიდანღაც რეკავთ(ნომერი უცხო იყო) იქ ექიმები ამდენს არც დაგელაპარაკებიანო,რა პანიკები ატეხეთ 2-3 დღეში გაუვლისო,ჩხუბი თუ გინდათ არაა პრობლემაო,არა და ძალზედ მშვიდად ვსაუბრობდი ,არ მჩვევია ასეთ სიტუაციებში ემოციებზე აყოლა,საუბრის ბოლოს “მიმითითა” იყავით იქ სადაც ხართ და დამანებეთ თავიო,მიხვდით ალბათ რა კატეგორიასთან მქონდა ეს დიალოგი,თან ექიმია,ექიმი- რომელმაც პირველ რიგში ენით უნდა განკურნოს პაციენტი,ალესილი დანებივით საუბრობენ ვისგანაც არაფერს ელიან!!!!!
ექიმი ცდილობდა პასუხისმგებლობის აცილებას პაციენტთან მიმართებაში და მშობლისთვის გადაბრალებას,ყველაზე საგანგაშო ესააა!!!!!!!!
ყაარს ყველა მიმართულებით ყველგან ყველაფერი!
ჩემი დიდი პატივისცემა ყველა ნამდვილ ექიმს და ასეთებს ბევრს ვიცნობ!!!", - წერს ანა ბალამწარაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა