თეგებით ძიება

"სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება გაზრდის სიკვდილიანობას" - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, კორონავირუსთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

"2021 წლის 8 დეკემბერს დავდე პოსტი ახალი ომიკრონის მუტაციის BA.2 შესახებ.
სამწუხაროდ, ჩემი შიშები გამართლდა და ეს ვარიანტი უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.
ჯერჯერობით ბევრი რამ არ ვიცით ამ კონკრეტული ვარიანტის შესახებ.
რაც ცნობილია, ეს “ომიკრონის” შვილი დიდად არ განსხვავდება (სიმძიმე, ჰოსპიტალიზაცია) ორიგინალი ომიკრონისგან, მაგრამ ფაქტია რომ პსრ ტესტები კარგად ვერ ანსხვავებს მას!
სავარაუდოთ, ეს ახალი მუტაცია ოდნავ გააგრძელებს არსებულ კოვიდის აფეთქებას და ისე მალე არ ჩაქრება როგორც ეს იყო სამხრეთ აფრიკაში, ანუ ინფიცირების პიკი იქნება ხანგრძლივი!!!
დანია ამჟამად არის BA.2 “ლიდერი” ქვეყანა და სამწუხაროდ ქვეყნის “ბიზნეს” გადაწყვეტილებამ გადააჭარბა “საზოგადოებრივი” ჯანდაცვის პოზიციას როგორც საქართველოშია, ვინ თქვა რომ საქართველო ევროპა არ არის?! სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება გაზრდის სიკვდილიანობას, გრძელ კოვიდს, და ჰოსპიტალიზაციას… ასევე სტატისტიკა აჩვენებს რომ ბავშვები 0-2 არიან ყველაზე დაუცველები…
ჯანმრთელობას გისურვებთ …", - წერს ფხაკაძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა