თეგებით ძიება

"დავიშოკე, "ნიკორაში" მოლარემ მითხრა, ძაღლს პირბადე უნდა გაუკეთოთო" - თეო ბურნაძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თეო ბურნაძე ფეისბუქ ჯგუფში "სასოწარკვეთილი მომხმარებელი" სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მას "ნიკორაში" ძაღლისთვის პირბადის გაკეთება მოსთხოვეს.

"სასოწარკვეთილი კი არა შოკირებული ვარ. უბრალოდ, შოკირებული. მომხმარებელთა ჯგუფი ვერ ვნახე და აქ დავწერ. თან მეცინება ახლა რა სიტუაციასაც მოვყვები "ნიკორა" სუპერმარკეტი თამარ მეფის ფილიალში რაც მოხდა. მოკლედ, შევედი დღეს "ნიკორაში", ხელში აყვანილი ჩემი პატარა 4 კილო და 600 გრამიანი ძაღლით. აქვე ვიტყვი, რომ პირველად არ შევსულვარ ძაღლით ხელში. სპეციალურად გვიან დავდივარ, როდესაც ხალხი არ არის, რომ თუნდაც არ გაგიზიანდნენ, რომ პატარა ძაღლით ვარ შესული(თუმცა დაშვებულია ხელში აყვანილი 5 კილომდე ძაღლით შესვლა, რადგან პირველად არ ვარ შესული ზოგადად მაღაზიაში ძაღლით) ხოდა მოლარემ ეგრევე აღნიშნა, რომ ძაღლით არ შეიძლებოდა შესვლა. რა თქმა უნდა, მე გამიკვირდა მაგის შენიშვნა იმიტომ, რომ გუშინაც ვიყავი შესული და გუშინ წინის წინათ. ალბათ, ახალი ხართ-თქო და არ იცით-თქო, რო მიშვებენ და დაშვებულია ხელში პატარა ძაღლით შესვლა და შემდეგ მოლარემ ისეთი რაღაც მითხრა, რომ დავიშოკე. პირბადის გარეშე არ შეიძლებაო, ძაღლს პირბადე უნდა გაუკეთოთო, ძაღლს პირბადე. მე ისიც ვიფიქრე წამიერად შეიძლება ახალი რაღაც პატარა პირბადეებია დაწესებული და სად არის-თქო პირბადე და სალაროდან მაძლევს ჩვეულებრივ ადამიანის პირბადეს. აღარ გავაგრძელებ მერე უკვე ჩვენ დიალოგს. მაინტერესებს ვინმეს თუ გინახიათ ან წარმოგიდგენიათ ძაღლი ადამიანის პირბადეთი რომ მოძრაობს. ნორმალური და ადეკვატური იყო ეხლა იმ გოგოს გამოსვლა?", - წერს სოციალური ქსელის მომხმაფრებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა