თეგებით ძიება

"მომწიფებული ხილივით დაეცემა რუსეთის ფეხთან ქართული სახელმწიფო, მორიგ ჯერზე, ისე, რომ თბილისშიც არ მოუწევს ჯარის შემოყვანა" - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციის ტექტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"უკრაინაზე რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ხსენებაზე უარის თქმა, სინამდვილეში, რუსეთის და ქართული ოცნების კარგად გათვლილი, მრავალი წლის მანძილზე დამუშავებული პროპაგანდის შემდგომი ნაბიჯია.

ტყუილი ერთი, რომელიც ამ ქოც-რუსულმა პროპაგანდამ შეასაღა ქართველი ხალხს, მის საკმაოდ დიდ ნაწილს მაინც, ის გახლავთ, რომ 2008 წლის ომი, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ბრალი იყო.

ტყუილი ორი-არსებობს \'პრაგმატული\' პოლიტიკა, რომელიც თან რუსეთთან \'დაალაგებს" ურთიერთობებს, და თან, ნატოში და ევროკავშირეი გაუკვალავს გზას ჩვენს ქვეყანას.

ამ პროპაგანდის ნაწილია, ასევე, 2008 წლის შედეგად მიღებულ ჭრილობაზე მუდმივად ხელის დაჭერა-აბა ომი გინდათ?!
პროპაგანდის მსხვერპლი, ძალიან ბევრი ადამიანია-ბევრი, ვინც არ აღიარებს, რომ ომს ყველაფერი ურჩევნია. მაგრამ არც იმაში გამოუტყდება საკუთარ თავსაც კი, რომ პრინციპში, მზადაა ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის გაუქმებას, რასაც ნატოზე და ევროპაზე უარის თქმა ნიშნავს.
ამიტომ, ურჩევნია, ოცნების გამოგონილ ტყუილის მატრიცაში იცხოვროს-დაიჯეროს, რომ აი, რუსეთს არ ვახსენებთ რეზოლუციაში, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე ნატოშია ჩასული-ალაგებენ რა, თან ნატო და თან რუსებსაც არ აღიაზიანებენ. ბიძინა მაინც მაგარია!
ამ ტყულებში გადის წლები, არც ერთი ნაბიჯი წინ, არც ნატოსკენ, არც ევროკავშირსკენ.

რუსეთს არ ეჩქარება, დაელოდება, სანამ ეს ოცნების მოგონილი ვირტუალური საგარეო პოლიტიკა, დასავლეთზე საბოლოო გულაცრუებით არ დასრულდება. საკუთარ თავთან უხერხულობას აღარ გამოიწვევს აღიარება, რომ დასავლეთზე უარი ვთქვით. \'ღირსეული წაგების\' მორიგ მაგალითს შექმნის ქართველი ხალხი, შესაძლოა, საკუთარი თავი გამარჯვებაშიც კი დაარწმუნოს-ხომ გადავრჩით! ეგეთები გვიქნია?!

მომწიფებული ხილივით დაეცემა რუსეთის ფეხთან ქართული სახელმწიფო, მორიგ ჯერზე, ისე, რომ თბილისშიც არ მოუწევს ჯარის შემოყვანა. არც მიირთებს, რაში სჭირდება სარჩენი ხალხი.

ასე ახმობს ქართული ოცნება ჩვენს ნამდვილ ოცნებას, \'ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს\'-რაც, დასავლეთის გარეშე, არასდროს გამოგვივა", - წერს სამადაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა