თეგებით ძიება

მეჯვრისხევში საცხოვრებელი სახლები საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა

რუსი სამხედროები საქართველოს მიწების ოკუპაციას განაგრძობენ - ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევში რამდენიმე ათეულობით ჰექტარ ტერიტორიაზე ნიშნულები დაამონტაჟეს.

ოკუპირებულ ნაწილში მოყვა საცხოვრებელი სახლები, სასაფლაოები, სარწყავი არხის სათავე ნაგებობა და საძოვრები. ოკუპანტები სოფელში რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

ადგილობრივები რუსი სამხედროების და უმძიმესი სურათის პირისპირ აღმოჩნდნენ.

"ძველი ე.წ. საზღვარი სოფლის სასაფლაოდან ერთ კილომეტრში გადიოდა. ეხლა თეთრი ლენტები შეაბეს სასაფლაოსთან ახლოს, კირბალიდან მეჯვრისხევამდე ხეებსა და ბუჩქებზეა გაკეთებული. რაღაც რუკები აქვთ და ამ რუკების მიხედვით, შესაძლოა, ჩემი და ჩემი მეზობლის სახლი ოკუპირებულ მხარეს მოყვეს. ასევე, სასაფლაოს ნაწილიც“, - განაცხადა სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ნოდარ ზანგურაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა