თეგებით ძიება

"ადამიანის დამცირების ან ჩახდის ინტერესი თუ გაქვს, ესე იგი ტყუოდი და არასოდეს გყვარებია!!!" - იუნა შაფათავა

მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"როგორი ქალი ხარ და როგორი კაცი, დაშორების შემდეგ ვლინდება!
ადამიანი, რომელიც ოდესღაც გიყვარდა და შვილი გყავს ან არ გყავს მასთან, იმ
ადამიანის დამცირების ან ჩახდის ინტერესი თუ გაქვს, ესე იგი ტყუოდი და არასოდეს გყვარებია!!!
რა აღარ მინახავს კაცებისგან და ვითომ კაცი არაკაცებისგან, მაგრამ ისტერიკები არ გამიმართავს.
იმხელა წიგნი დავწერე, რაც მტკიოდა და მკლავდა, ყველაფერზე, მაგრამ მადლობის გარდა, სიყვარულისთვის, ტკივილისთვის, ცრემლისთვის, გამოცდილებისთვის, სხვა არაფერი მითქვამს!
ვინც ჩავთვალე საჭიროდ და ვერ გადავიტანე ტკივილი- უბრალოდ დავმარხე ჩემს გულში, სამუდამოდ, სადაც არიან და ცხოვრობენ- კარგად იყვნენ, ისინი ჩემთვის, მე ჩემთვის!
არის ქალების კატეგორია- წავიდა, დაშორდნენ, შვილი ყავთ, კაცმა უკვე მეხუთე ცოლი გამოიცვალა, ცხოვრება მიდის, შვილები იზრდებიან- ის ქალი კი ქექავს, წეწავს, ურეკავს, ტვინს უჭამს ყველას, ჭორაობს, “უნდა გავამწარო ბოლ’ომდეეე აბა რაა, რა ეგონა” ლოგიკით
იმის მაგიერ, ცხოვრება გრძელდება, მიხედოს საკუთარ თავს, კარიერას, ისწავლოს, გაიზარდოს, შვილი გაზარდოს, წარსულში რჩება და თვითონაც იშლის ნერვებს, ისტერიჩკას ხოდზეა, ხალხს შოუს აყურებინებს და საკუთარ სიყვარულს, შვილს, აკნინებს და ამცირებს…
ესე იგი ტყუოდი, არ გიყვარდა!!!
უთხარი მადლობა წარსულს და move on, move fu***ing on!!!
შენი წარმატებით დაამტკიცე, რომ მაგარი ხარ, რომ ძლიერი ხარ და არა ვიღაცაზე ჯავრის აყრით..
კიდევ “ჯვრის აყრა” რომ იციან…
რა ჯვრის აყრა, გაჟრიალებთ??
სიყვარულს და ერთგულებას არ აქვს წარსული დრო, არა…
მორჩა, გათავდა- იმოძრავე, შეცვალე გზა…
***
ვისზეც ვწერ, ხვდებით, ხომ..
არის ასეთი ფილმი - ცისფერი ჟასმინი- blue jasmine- kate blanchett ცოლს თამაშობს, და ქმარს “ამწარებს”- FBIს დააყენებს და ჩახდის… წაართმევენ ქონებას, ქმარს ციხეში ჩატენიან და თვითონ უფულო უსახლკარო რჩევა, თავისი Hermesის ჩანთას ჩახუტებული, გაგიჟდება ბოლოში…
ხო და უყურეთ რა, ისწავლეთ ცხოვრება არა ხაბალკა ქალებისგან, ისწავლეთ ცხოვრება ნამდვილი ძლიერი ქალებისგან…
ისევ მომწერენ და დამირეკავენ, ვიცი, მაგრამ ოცეულის ჩოგბურთელები ტროტუარზე არ ზიან მეთქი!!!
ალენ დელონმა საკუთარი შვილები არ ცნო და შვილიშვილი დედამისმა გაზარდა და დედას არ ელაპარაკებოდა ამაზე წლები!! წლები!!! ალენ დელონი!!!
და ვთქვი და ვიტყვი- მე ვარ მაგარ ნაგავ უსამართლობა- გამოვლილი ქალი, რომელიც უკან არ ვიხედები და არ ვამართლებ ქალის ისტერიკებს და შვილის ამბრაზურად აფარებას და კი, დიდი სპორტი ოფლი სისხლი და ნერვების ომია!!!
კი, მე მომავლის მხარეს ვარ და წარმატების მხარეს ვარ.
**
გახსოვთ, ჩემი ყოფილი ქმარი რომ დაიჭირეს? რამდენი ელოდა, ჩემს ბედნიერ რეაქციას, მე კი მეწყინა. მე ხომ ჩემი ქმარი გონების დაბინდებამდე მიყვარდა და ასევე ვუყვარდი.
რატომ უნდა გამხარებოდა მისი უიღბლობა..?
დღეს ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და მისი კარგად ყოფნა მეც გამახარებს, სანთლებს ვუნთებ და ისიც არ მივიწყებს, ლოცვებში. მე მისი მსოფლიო ჩემპიონობა მსურდა, აბა რატომაც არა, ვისზე ნაკლები იყო. სულ ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მას და იმათ, ვისაც უყვართ და უფრთხილდებიან და მას ვინც უყვარს, მათ.
***
ამდენი დღეა, სადღაც ერთი თვე, გავიგე, ცოლს დაშორდა ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა- ასე მგონია და სულ ვეკითხები ჩემ თავს- მიყვარდა თუ მეჩვენებოდა, მაგრამ რომ ვიხსენებ, რა ბედნიერი ვიყავი, ჩემს გვერდით რომ იყო, თან მეღიმება, თან ცრემლები თავისით მოგორავს, არ ვიცი, რატომ, დღესაც არ ვიცი. ამდენი წელი გავიდა, სხვა განზომილებაში ვარ და რომ მივხვდი, ბევრი წლის წინ, წყენას ვერ ვაპატიებ, მოხდა ასე, ბოდიშიც მომიხადა მილიონჯერ და გულწრფელი იყო, კაცურად, თავის ბოდიშში, ჩავთვალე, რომ მორჩა, ის ჩემთვის მოკვდა. და არასოდეს, აღარ მიხსენებია არც ცუდად, არც კარგად.
უბრალოდ მიყვარს იქ, მაშინ, იმ მომენტში.
და რა კარგად დავწერე ეს ჩემ წიგნში.
მიყვარდა და მორჩა! დღეს მე სხვაგან ვარ, ის სხვაგან და სადაც არის, მხოლოდ ბედნიერებას ვუსურვებ მე მას და იმას, ვინც უყვარს და ვისაც უყვარს, დღეს, რადგან მხოლოდ ასე მიიღწევა სულიერი ჰარმონია!!!
ბევრჯერ გამღვიძებია, ნიუ-იორკში, მარტოს, და მაშინაც კი, როცა მარტოს არ მძინებია, და ვფიქრობდი მასზე. და ვგრძნობდი, მთელი არსებით, თვითონ როგორ ფიქრობდა ჩემზე და მისი ფიქრი ჩემზე, მაღვიძებდა და მეძახდა.
არ თქვათ, რომ გავრეკე, გრძნეული ვარ, სულ ვიყავი ასე.
და ვნახე სიზმარი, გუშინ, ღამე.
და ისევ ჩემს გვერდით იყო, და ისევ ერთად ყოფნას მთხოვდა. და ისევ ზეცამდე ბედნიერი ვიყავი, უბრალოდ, მის ყოფნას რომ ვგრძნობდი ჩემს გვერდით, მავსებდა და მათბობდა ზებუნებრივად ძლიერი გრძნობა.
და გამეღვიძა, იმისგან, რომ ვუთხარი: ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ორჯერ ერთ მდინარეში ვერ შევალ…
დილის ხუთის ოცი წუთი იყო.
გავახილე თვალები, ოსკარი მოვძებნე ლოგინზე, ჩემს ფეხებთან, ჩავეხუტე, გავიღიმე და დავიძინე.
ესაა ცხოვრება და რეალობა.
შეეგუეთ, ოდესღაც ან ჩვენ მივდივართ, ან ჩვენგან მიდიან.
უნდა ვიყოთ მადლობელი, სიყვარულისთვის, რომ ის სულ იყოს ჩვენს ცხოვრებაში", - წერს შაფათავა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა