თეგებით ძიება

პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც სიტყვა რუსეთს არ ახსენებს, სრულიად გაუგებარია - დავით უსუფაშვილი

პოლიტიკოსი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით წარდგენილ რეზოლუციაში სიტყვა რუსეთი არაა ნახსენები, როგორც ხიფათის მთავარი წყარო და შესაბამისად, პროექტი ოპოზიციისთვის გაუგებარია.

"საქართველოს მხრიდან საჭიროა რაც შეიძლება მკაფიო პოზიციონირება, ვაჟკაცობა. იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ უკვე ვართ აგრესიის და ოკუპაციის მსხვერპლი, პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც სიტყვა რუსეთს არ ახსენებს, როგორც ამ ხიფათების მთავარ წყაროს და საფრთხეს, არის სრულიად გაუგებარი," - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა