თეგებით ძიება

"ოდეერი კულტურას უწუნებს საქართველოს საუკეთესო ქალ მწერალს. ვერაფერს ვერ დააცენზორებთ, სსრკ-ს მორჩენილო უბადრუკებო! " - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იოსებ ჭუმბურიძეს აკრიტიკებს:

"ქალის სარცხვინელზე" ცუდი და უაზრო სიტყვა ნაღდად არ წერია "შაშვი, შაშვი, მაყვალში". რომანში დაწერილ სიტყვაზე "მუ*ელი" თავი წაიქცია ამხანაგმა ჭუმბურიძემ. ოდეერი კულტურას უწუნებს საქართველოს საუკეთესო ქალ მწერალს. სარცხვინელიც და სამარცხვინოც ამხანაგი ჭუმბურიძეა მხოლოდ. ხელი დაიბანე, სანამ მაგ წიგნს მოკიდებ თქო, მივუწერე და აიჭრა, ხან პოსტი დააჰაიდა, ხან მე დამბლოკა, მერე კომენტარი წაშალა და პოსტი ისევ გამოაჩინა.
ვერაფერს ვერ წაშლით და ვერაფერს ვერ დააცენზორებთ, სსრკ-ს მორჩენილო უბადრუკებო!", - წერს ბაია პატარაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა