თეგებით ძიება

"სულ რომ თავზე გვემხობოდეს ყველაფერი კი არ მოგვწონს ის, ვინც გვეტყვის გემხობათ და რამე მოიმოქმედეთო" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებტრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"დღის კომენტარი:
“ვერ ვხვდები ამ ადამიანების ქოთქოთის არსს... რაც აქამდე მინახავს ამ გვერდზე, ყველაფერს ყოველთვის მოჰყვება სტატია, სამეცნიერო ნაშრომი, უამრავი კვლევა. დადგებიან და ილანძღებიან. ანუ კვლევებს არ ენდობიან და კონკრეტულ ადამიანს ლანძღავენ.
იმდენად ვართ მიჩვეულები სირაქლემას პოზიციას, ვარდისფერ სათვალეს, გვავიწყდება ილიას სიტყვები "მოყვარეს პირში უძრახეო"... სულ რომ თავზე გვემხობოდეს ყველაფერი კი არ მოგვწონს ის, ვინც გვეტყვის გემხობათ და რამე მოიმოქმედეთო. იმას დავიწყებთ მადლობების გადახდას, ვინც გვეტყვის რააა საყვარლად გემხობათ, არაფერია საშიში, ნუ გეშინიათ, კი დაგემხობათ, მაგრამ არაუშავსო", - წერს ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა