თეგებით ძიება

"ორ ფეხზე დგებიან, შესციცინებენ მინისტრს ძეხვის ნაჭრის გადმოგდების მოლოდინით" – ვახო სანაია კულტურაზე

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

"на всякий случай ვიტყვი – ყველას არ ეხება.
კულტურის სფეროში დასაქმებულ ხალხს (,,მოღვაწეებს”) ყველა ახალი მინისტრი მოსწონს. ყოველი ახალი მინისტრის მოსვლის დროს ,,იწყება კულტურის არნახული აღორძინება”. მუზეუმებს, თეატრებს და ა.შ. მსგავსი აღმავლობა არასდროს უნახავს ისტორიაში. ბედნიერები არიან. ახალი მინისტრი ორ თვეში ასწრებს იმდენს, რამდენიც არასდროს გაუკეთებიათ. ეს ,,მოღვაწეები” ,,უპრავებენ” ყველაფერს, ორ ფეხზე დგებიან, შესციცინებენ მინისტრს ძეხვის ნაჭრის გადმოგდების მოლოდინით. მიდის პიროვნულ თვისებებზე ლეგენდების მოყოლა. როგორი მაგარია, როგორ ადვილად აიღო ყველაფერს ალღო, როგორი ბედნიერებაა მისი მინისტრობა. მინისტრიც გაიჩენს რამდენიმე ფავორიტ ,,მოღვაწეს” და არის გრიალი.
ქართულ ფეხბურთშიც იგივეა", - წერს სანაია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა