თეგებით ძიება

ოპოზიციის მიზანია, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი ვერ შედგეს - მიხეილ სარჯველაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის იმ ნაწილის განცხადებებს გამოუეხმაურა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი რეზოლუციის ტექსტის ხელმოწერას არ აპირებს და მას აკრიტიკებს.

"რეალურად, საქართველოს პარლამენტი იქნება ერთ-ერთ პირველ სახელმწიფოთაგანი, რომლის პარლამენტიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს იმ საფრთხეებისგან დასაცავად, რომელიც მას შეიძლება, ემუქრებოდეს. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ესკალაციის თავიდან არიდება და იმ ვითარების მაქსიმალურად განმუხტვა, იმ საფრთხისა, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ზოგადად, ცივილიზებულ კაცობრიობას. რაც მეტი მოქალაქე გამოხატავს თავისებურად პოზიციას, ეს გასაგებია, მაგრამ სინამდვილეში, ამ ადამიანების მიზანი არის არა ის, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს იმ რისკების თავის არიდებისთვის დოკუმენტის მიღებას, რომელიც უკრაინას რისკებს აარიდებს, არამედ ამათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ესკალაცია იყოს საქართველოში და ეს პროექტი ვერ შედგეს და ნებსით თუ უნებლიეთ, ამით რუსული საქმე გაკეთდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, რეზოლუციის ტექსტი ზედმიწევნით გამართულია და ორიენტირებულია რისკებისა და საფრთხეების თავის არიდებისკენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა