თეგებით ძიება

ვინ არის პირი, რომელმაც გორის ჰოსპიტლიდან მტკიცებულებები წაშალა

ადამიანი, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის წამების კადრები წაშალა ღარიბაშვილის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის ქმარია. დავით ღონიაშვილის მეუღლე მაკა ფერაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტარციაში ადამინის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელობს.

"ტვ პირველმა" მაკა ფერაძესთან გასაუბრება სცადა, თუმცა მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. კონტაქტზე არ გამოდის არც დავით ღონიაშვილი. ის წლების განმავლობაში შსს-ს სამინისტროში სხვდასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. შემდეგ კი სუს-ში. მას შემეგ რაც მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა მოხდა, ღონიაშვილიც იმავე ჰოსპიტალის დირექტორის მრჩევლად გადაიყვანეს უსაფრთხოების საკითხებში.

"ის გახლავთ ნარკოტესტის გაუვლელობის გამო შსს-დან დათხოვნილი, რომელიც შეიფარა სუს-მა. ჰოსპიტალში ის იყო მრჩეველი და იყო ე.წ. ოდეერი უსაფრთხოების სკაითხებში. მან მიზანმიმართულად გაანადგურა მტკიცებულებები", - ამბობს შოთა თუთბერიძე.

გორის ჰოსპიტალში ე.წ. საათის ინციდენტი სათვალთვალო კამერებიდან წაშლილია. საქმეზე გამოძიება არ დაყწებულა. საუბარია რუსთავის ციხიდან გლდანში მოტყუებითა და ძალადობით გადაყვანაზე.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა