თეგებით ძიება

"დავით ღონიაშვილი ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, სადაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნისას მასთან დაკავშირებულ ინციდენტს კიდევ ერთხელ აღწერს.

ჩანაწერების წამშლელი დავით ღონიაშვილი, რომელიც გუშინ ტელევიზიით აჩვენეს, სწორედ ის იყო, ვინც ბადრაგს შემოუძღვა ღამის 12 საათზე და მაშინ პირველად ვნახე მთელი ჰოსპიტალში ყოფნის განმავლობაში. სასჯელაღსრულების სამსახურის ფორმაში ჩაცმული და ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა და ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა. რომ გადიოდა, მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, შენ აუცილებლად წახვალ ციხეში ამ უკანონობისთვის-მეთქი.
მან გასვლისას კიდევ ერთხელ გამომხედა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ბოროტი მზერით. ამიტომ, გუშინ ტელეეკრანზე ძალიან ადვილად ამოვიცანი.
აქ რამდენიმე სახის დანაშაულია:
1. თავად ძალადობის ფაქტი, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს დახრჩობას უწყებ - ეს მკვლელობის მცდელობაა.
2. უკანონოდ ფორმის ტარება და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
3. დანაშაულის ამსახველი კადრების უკანონოდ წაშლა.
ღონიაშვილი ადრე შსს-დან ნარკომანობის გამო გაუშვეს. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემთან შემოვარდნის დროს ამავე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.
ამ ხალხის გამკვირვებია, პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა გონიათ, სადამდე გაუვათ და შერჩებათ. თან ღარიბაშვილის ახლობელი ყოფილა. ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღთა ბანდაა ხელისუფლებაში.
აქ ნიშანდობლივი ის იყო, რომ სხვებს (ბადრაგის თანამშრომლებს) არ სურდათ ამ ნაგვის ბრძანების შესრულება და სულ დოყლაპიები ეძახა", - წერს სააკაშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა