თეგებით ძიება

"ველოდი, რომ პოლიციელი, რომელმაც მოზარდი ცემა, სასამართლოზე აღიარებდა დანაშაულს… ბოდიშს მოიხდიდა" - ავთო დვალიშვილი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ პიარმენეჯერი, ავთო დვალიშვილი სოციალურ ქსელში პოლიციელის მხირდან შშმ პირზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება:

"ნამდვილად ველოდი, რომ პოლიციელი, რომელმაც მოზარდი ცემა, სასამართლოზე აღიარებდა დანაშაულს… ბოდიშს მოიხდიდა და იტყოდა, რომ ძალიან შეცდა, რომ ძალიან ნანობს, რომ თვითონაც არ იცის იმ დროს რა დაემართა… ბოლოს დაამატებდა - აცნობიერებს იმას, რომ არ არის ღირსი პოლიციელი ერქვას…
მართლა მეგონა, რომ მოზარდს შეხედავდა და ჟესტური ენით ეტყოდა ბოდიშს…
მეგონა და რა ვქნა, რომ მეორე პოლიციელიც მხარს აუბამდა…
ვერაფრით წარმოვიდგენდი იმას, რაც მოხდა… ჩვენ არ ვართ კადრებშიო…:((( მე ნამდვილად ვერაფრს დავამტკიცებ, მაგრამ არ მგონია გამოძიებას ამოცნობის პრობლემა ჰქონდეს…", - წერს დვალიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა