თეგებით ძიება

"ხელი გამოიწვდინა და აიღო. როცა პირისკენ მიქონდა, მხოლოდ იმ დროს ვიცანი - ილია მეორე იყო..." - ელისო ჯანაშია

ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც სიზმარზე ყვება:

"წუხელ მესიზმრა: სუფრაზე ტორტი ჩამოატარეს და ბოლოს ერთი ნაჭერი დარჩა, რომელსაც ზედ ეწერა "ადამიანის უფლებები". ვიფიქრე, ამას ვინ გადაიღებს და ვინ შეჭამს მეთქი?!
უცებ, ვიღაცამ ხელი გამოიწვდინა და აიღო. როცა პირისკენ მიქონდა, მხოლოდ იმ დროს ვიცანი - ილია მეორე იყო.
ირგვლივ ვიღაცები კმაყოფილი სახით იდგნენ და რომ დაასრულა ჭამა, სამგზის პირჯვარი გადაისახეს: რა დიდებულია, შეგარგოს ღმერთმაო!
მერე ერთმანეთს გადაუჩურჩულეს: ავად იყო, ჭამა უჭირდა და დიდება უფალს, რომ შეჭამაო!
ამ დილით, კარგა ხანს ვფიქრობდი, მართლა ხომ არ ვიყავი მაგ წვეულებაზე, იმდენად ცხადივით იყო
P.S. სმაილების არქონამ არ დაგაბნიოთ", - წერს ჯანაშია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა