თეგებით ძიება

"ისინი ამაზე მილიონებს შოულობენ…" - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს:

"რატომ აკეთებენ ანტივაქსერები იმას, რასაც აკეთებენ?
პასუხი მარტივია: ფული, ფული და კიდევ ფული
ისინი ამას უანგაროდ/უფასოდ არ აკეთებენ. ისინი ამას არ აკეთებენ იმიტომ, რომ “სიმართლე” ადარდებთ და ვიღაცის “უფლებებს” იცავენ ან აწუხებთ. ისინი ამას აკეთებენ, რომ შექმნან ყალბი კონტენტი (სტატიები/პოსტები), რომ გახდნენ “ცნობადები””რეიტიგულები”,”ფოლოვერებს აგროვებენ.” ეს ყველაფერი აძლევთ მათ ფულს, ძალიან კარგ ფულს!!!!
ისინი წერენ სისულელეებს ყველანაირი მეცნიერული დასაბუთების გარეშე, თქვენ კი ამ სისულელეებს ალაიქებთ/ აზიარებთ/ კომენტარებს წერთ და ისინი ამაზე მილიონებს შოულობენ …
თქვენ იცით, რომ ანტივაქსერების ჯგუფი, რომელიც აგენერირებს (ქმნის) ასეთ სისულელეებს, წელიწადში 2.5$ მილიონს შოულობს თქვენზე?!
დიახ, თქვენ მათ ემარებით ფულის შოვნაში, როცა ალაიქებთ/ აზიარებთ/ აკომენტარებთ და ბონუსად იწერთ მათ გვერდებს!", - წერს ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა