თეგებით ძიება

"ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრობს ხომ არ იცით? ვინაა, რას წარმოადგენს?" - თამარ ჩერგოლეიშვილი უგულავას უპირისპირდება

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას აკრიტიკებს.

"ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრობს ხომ არ იცით?
ვინაა, რას წარმოადგენს?

თავის თავზე ილაპარაკოს, თვითონ არც ღირებულებები გააჩნია, არც პრინციპები, არც იდეოლოგია და არც თავმოყვარეობა - ეს ვიცით.
მეხუთე პარტია ევროპული საქართველოა და ამ პარტიას ღირებულებითი უფსკრული აქვს ძალებთან, რომლებიც “ქართულ მიწას არ ყიდიან” და “ჩამოთრეულებს” იგერიებენ (ეს ერთია, უამრავ განსხვავებას დავწერ).

ლელო (მეოთხე ეგა, ოდნავ გვისწრებს) და ხაზარაზე ჯაფარიძე თუ აძლევენ მათი სახელით საუბრის უფლებას - მათი ნებაა.
ეს დასაცინი ღამურა ჩვენი სახელით ვერაფერს იტყვის", - წერს თამარ ჩერგოლეივილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა