თეგებით ძიება

"ის, რასაც საქართველოში ფემინიზმს უწოდებენ, უბრალოდ, კიდევ უფრო განამტკიცებს ქალისადმი სასტიკ მოთხოვნას..." - ნოდარ ლადარია

"ის, რასაც საქართველოში ფემინიზმს უწოდებენ, უბრალოდ, კიდევ უფრო განამტკიცებს ქალისადმი სასტიკ მოთხოვნას — ნებისმიერ ფასად და მუდამ იყოს ახალგაზრდა და ლამაზ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროფესორი, ნოდარ ლადარია წერს.

"იდევ როდემდე უნდა ფიქრობდეთ, რომ ქალი თავისუფლად თუ ლაპარაკობს თავის განცდებზე, როგორც უნდა, ისე თუ იცვლის პარტნიორებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ "თავისუფალი" და "ძლიერია"?

ელენე ბაქრაძის გარშემო ატეხილი აურზაური სინამდვილეში მის "პოეტურ ნიჭზე" კი არა, მის ფოტოზეა დამყარებული.
აბა ყოფილიყო დაბალი და ძვალმსხვილი, მოგრეხილი ფეხებითა და კოტიტა მკლავებით, ცხვირპაჭუა და მრგვალსახიანი! - ვის დააინტერესებდა ფილოლოგია? თუნდაც მეორე საფო ყოფილიყო.

სამწუხაროდ, ის, რასაც საქართველოში ფემინიზმს უწოდებენ, უბრალოდ, კიდევ უფრო განამტკიცებს ქალისადმი სასტიკ მოთხოვნას — ნებისმიერ ფასად და მუდამ იყოს ახალგაზრდა და ლამაზი.

თავისუფლებას არანაირი ზარალი არ ადგება იმით, თუ რომელიმე ტექსტის ნამდვილი ავტორი დადგინდება. თავისუფლება ზარალობს იმით, რომ ბედნიერების ღირსნი მხოლოდ "ანგელოზივით ბავშვები" და "ღმერთივით გოგოები" არიან", - წერს ლადარია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა