თეგებით ძიება

"ვიყავი ნაციონალების ლიდერი და რაღაც მიტოვებულად ვგრძნობ თავს..." - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბაკურიანში, ტყის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მე გავიზარდე ბაკურიანში. რაც დღეს ტელევიზორში ვნახე, ცუდი სიზმარი მეგონა. მოქალაქეთა ჯგუფი არამხოლოდ ტყეში არ შეუშვეს, სადაც ბავშვობაში ზამთარ-ზაფხულ დავიარებოდი, არამედ პოლიციამ ტყესთანაც კი არ მიუშვა.

თან ტიტუშკების ჯგუფი თუთიყუშივით იმეორებდა, ღარიბაშვილმა ღირსება დაგვიბრუნაო. რაც არ ჰქონდათ, რას დაუბრუნებდა?! ნაციონალებმა მეტი წაიღესო. რავიცი, მე ვიყავი ამ ნაციონალების ლიდერი და რაღაც მიტოვებულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემი ოჯახი ტყისა და მინდორ-ველის გარეშეა დარჩენილი", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა