თეგებით ძიება

მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა - რა პასუხი გასცა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ერთ წელზე მეტია, რაც ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთანთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

როგორც ჟურნალისტებთან პრეზიდენტმა განმარტა, მას ჰქონდა სურვილი, მისთვის "აეხსნა" და ესაუბრა ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებულ პროცესზე, თუმცა მიიღო პასუხი, რომ პოლიტიკაში აღარ არის:

"იმას გეტყვით, მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, რომ მე პოლიტიკაში აღარ ვარო. არც მითქვამს წინასწარ, რომ საუბარი ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა", - თქვა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

mtavari.tv


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა