თეგებით ძიება

ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საგანი, საბაბი და არა დეპოლარიზაციის - სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საგანი, საბაბი და არა დეპოლარიზაციის, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთნ დაკავშირებით, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც ქვეყანას პოლარიზაციისკენ უბიძგებს.

„ზოგადად, სიტყვას ვასრულებ. მგონი, არავინ არ არის, ვისაც შეუძლია თქვას, რომ სიტყვა არ შემისრულებია. ესეც არის ნდობის მომენტი. მგონია, რომ სწორედ იმ სამ მაგალითზე დაყრდნობით უკვე დაინახა საზოგადოებამ, რომ როდესაც მიმაჩნდა, შეიძლებოდა, დეპოლარიზაციის მიმართულებით გადამედგა ნაბიჯი, რაც არ უნდა მტკივნეული და სენსიტიური ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი. ამ შემთხვევაში, მთავარია, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საგანი, საბაბი და არა დეპოლარიზაციის. არ მგონია, ვინმემ ამაში გადამარწმუნოს. თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი. არაფერს არ გავაკეთებ ისეთს, რაც დამატებით წაიყვანს პოლარიზაციისკენ ქვეყანას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი თბილისში 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს. სალომე ზურაბიშვილმა მის შეწყალებასთან დაკავშირებით, მანამდე კატეგორიული უარი განაცხადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა