თეგებით ძიება

კრემლი საქართველოში ოპოზიციის მიერ გამართული "ანტირუსული" აქციით შეშფოთებულია

ოფიციალური მოსკოვი შეშფოთებულია აქციით, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ 26 იანვარს, თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან, უკრაინის მხარდასაჭერად გამართა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორმა მედიასთან თქვა, იმედოვნებენ, რომ „ქართული მხარე მსგავსი ინციდენტების გამეორებას არ დაუშვებს:

"მომხდარი შეშფოთებით მივიღეთ. 26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ რუსული ინტერესების დამცველ შენობასთან, შვეიცარიის საელჩოსთან ახლოს, გამართა ანტირუსული პოლიტიკური აქცია. აქციის დაწყებამდე შენობაში გაითიშა როგორც ძირითადი ისე სათადარიგო ელექტროსისტემა.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა ნოტა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზედმიწევნით შეასრულოს 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციით განსაზღვრული დიპლომატიური ვალდებულებები. ანალოგიური გადაეცა მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესთა დამცველს.

ამ დროისთვის შენობაში ელექტროენერგია სრულიად აღდგენილია.

ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე მსგავსი ინციდენტების გამეორებას არ დაუშვებს." – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ა.ზაიცევი

წყარო : formulanews.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა