თეგებით ძიება

"აქეთ, რომ ერთი გობი საცივი დაუდგა და იქით სამი დროშა, რომელს აირჩევს?!” - ზაზა პაპუაშვილი გუბაზ სანიკიძეზე

მსახიობი, ზაზა პაპუაშვილი "უცნობის” გადაცემაში "კიდობანი” "ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გუბაზ სანიკიძის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობს.

"რომ იძახი 30 წელია პოლიტიკაში ვარ და ნოლი ვარო, არ გრცხვენია?! – აი, გუბაზი, რომ გამოვიდა და ჰანიბალივით ზის… დაუკვირდი რა ხდება? – ვიზუალი აქვს ისეთი, რომ გეგონება ყირიმი უკვე უკრაინას დაუბრუნა, ალპები აქვს გადავლილი, ეს შარფი უკეთია და ნახე ტექსტი რა აქვს?! – ბიჭო, ყველა ნული ვართ, მეც ნული ვარ, ისიც ნულია… აი, ნახე ტექსტი ხომ? – ნული ვართო და ამ დროს ვიზუალი აქვს, რომ თითქოს ჰერაკლე შემოვიდა! რაღაცა ბაყბაყდევი ამბობს, რომ ნული ვარო! ეს ურთულესი რამეა, რომ ლაპარაკობს ერთს და ვიზუალი სხვა რამეს ამბობს. ამ დროს კი აქეთ, რომ ერთი გობი საცივი დაუდგა და იქით სამი დროშა, რომელს აირჩევს?!” – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა:
"ზოგი ოპოზიციონერის მიმართ განულებული მაქვს ნდობა. ნულების პარადია რა, "ზეროა” ოპოზიცია დღეს, ჩემს თავსაც ვგულისხმობ.”



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა