თეგებით ძიება

"ამას მმართველი ჯოგის თავზარდამცემი შიში ქვია ჩემი პარლამენტში სავარაუდო ხილვის გამო" - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში განთავსებული გამოკითხვა, რომელიც მისი პარლამენტში დაბრუნებას ეხებოდა, ხელისუფლების მიერ იქნა წაშლილი.

"ძვირფასო მეგობრებო, გამოკითხვა რომელიც ამ გვერდზე იდო ჩემი პარლამენტში შესაძლო შესვლის თაობაზე და სადაც ათეულ ათასობით ადამიანმა მხარი დაუჭირა შესვლის პოზიციას წაშლილია ქართული ოცნებისა და სპეცსამსახურთა ე. წ საჩივრებით ფეისბუკის ადმინისტრაციაში. ამას მმართველი ჯოგის თავზარდამცემი შიში ქვია ჩემი პარლამენტში სავარაუდო ხილვის გამო. აბა ახლა ესენი ხომ წარმოგიდგენიათ როგორ გვიორთქლებენ ამომრჩეველთა ხმებს როცა სოც—ქსელიდან ფეისბუკ— გამოკითხვაც კი გააქრეს", - წერს ნათელაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა