თეგებით ძიება

"ერთი ბესო ზანგური ვერ დაგვაქცევს... არა მგონია, რომ მშიერი უნდა მოკვდეს ვინმე" - ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია მსახიობ ბესო ზანგურზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"გასაგებია, ბესო ზანგური როგორც და რატომაც დაასაქმეს იქ, სადაც დაასაქმეს. ისიც ვიცი, რომ ზოგადად ნორმალურ ქვეყანაში პრობლემაა მსგავსი დასაქმება. სხვათა შორის, მლანძღავდა სრულიად უმიზეზოდ. ალბათ იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის ესიამოვნებინა ან რამე მსგავსი. მერე ვიფიქრე, ვიხუმრებ-მეთქი. რამდენიმე დღე ვწერდი, ჩემი აზრით, სარკასტულ რამეებს, მაგრამ შემდეგ გავჩერდი. თან ახალი წლის მერე მაინცდამაინც არც სხვებზე ვწერ. ერთადერთი - ნიკოლოზ მეტრეველს მივულოცე ტელევიზიაში დასაქმება.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, არა ვარ მომხრე ადამიანის შიმშილისთვის გასამეტებლად. მართლა არა მგონია, რომ მშიერი უნდა მოკვდეს ვინმე. დაე, ჰქონდეს ის ფორმალური სამსახური. მილიონებს იპარავენ ვიღაცები ბიუჯეტიდან. ერთი ბესო ზანგური ვერ დაგვაქცევს იმაზე მეტად, რაც დაქცეული ვართ.

ვიცი, რაც დავწერე, სრულიად არ არის ნორმალური.
ერთი სიტყვით, ვიცი, რომ სისულელე დავწერე, ყველანაირად არასწორია ეს სტატუსი, მაგრამ ადამიანურად არ მინდა, რომ ულუკმაპუროდ დარჩეს", - წერს სანაია.

ცნობისთვის, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, რომელისაც თეატრში როლები ცოლზე ძალადობის შესახებ ბრალდებების შემდეგ შეუჩერეს, დამკრძალავ ბიურო ჰერმესში დასაქმდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა