თეგებით ძიება

"წარმოშობით უკრაინელი ქალბატონი მიიყვანეს მცხეთის ერთ-ერთ კლინიკაში სასტიკად ნაცემი! " - რას წერს გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, უკრაინული წარმოშობის მოქალაქეზე, რომელზეც შვილმა იძალადა, სოციალურ ქელში წერს:

"წარმოშობით უკრაინელი, საქართველოს მოქალაქე ქალბატონო მიიყვანეს მცხეთის ერთერთ კლინიკაში სასტიკად ნაცემი!
შვიმლა იძალადა.

მოძალადე კი დაიჭირეს და ციხიდანაც თავს ვერ გამოყოფს ბევრი წელი, მაგრამ ახლა სრულიად უპატრონოდ დარჩენილი ქალია გადასარჩენი
გვჭირდება სამოსი (ქალბატონი არის 85კგ. 170 სანტიმეტრი) რომელსაც ჩააცმევენ საავადმყოფოში და როცა გამოწერენ უკვე გარეთაც რომ არ გაიყინოს
ხაჭო, გერკულესი, მაწონი, სუპები. ველაპარაკე ექიმს და ისინი აჭმევენ.

ალბათ მინიმუმ 10 დღის განმავლობაში უნდა შევეშველოთ ქალბატონს
არაა დიდი თანხა საჭირო, იქნებ რომელიმე ყოჩაღმა ოჯახმა აიღოთ თქვენ თავზე?
Update: პოსტის დაწერიდან 9 წუთში ქალბატონის საკვებით უზრუნველყოფა უკვე აიღო თავის თავზე ერთმა ოქრო გოგომ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა", - წერს მაქარაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა