თეგებით ძიება

"ეს ვინა ყოფილა? ამას რა უნდა ანდო?.. რას არ გაიგებს კაცი!" - რომან გოცორიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ადამიანის ბუნებაზე წერს.

"ექსტრემალურ ვითარებაში ყველაზე უკეთ ვლინდება ადამიანი. რა არის ყველზე ექსტრემალური ვითარება? ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე დგას საფრთხის ქვეშ. ასეთ მდგომარეობას “ფორს-მაჟორსაც” უწოდებენ. ერთ-ერთი ყველზე საგანგებო ვითარება არის პანდემია. უკრაინაში მოსალოდნელი ომის საფრთხეც შეიძლება თეორიულად განვიხილოთ ექსტრემალურ ვითარებად. თუ როგორ რეაგირებენ ამ და მსგავს მოვლენებზე ადამიანები, ყველაზე ნათლად ავლენს მათ ბუნებას.

ეს ვინა ყოფილა? ამას რა უნდა ანდო? გაკვირვებული გაიფიქრებ ხოლმე, როცა ზოგიერთის ქცევას თუ ნააზრევს შეიტყობ. გონიერი რომ გეგონა და სულელი აღმოჩნდება. განსაკუთრებით იმ ადამიანების გიკვირს, რომლებსაც ქვეყნის მართვაში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობის პრეტენზია რომ აქვთ(ან უკვე ჰქონდათ ამის გამოცდილება), ან წესით ჭკუა რომ უნდა მოეკითხებოდეთ.

სოციალური ქსელი ლუსტრაციის უნიკალური საშუალება გახდა. რას არ გაიგებს კაცი!", - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა