თეგებით ძიება

კახის არ ჰქონდა თბილისში ბინა, გლდანში მამიდასთან ცხოვრობდა... ძალიან უჭირდა" - ინგა გრიგოლია კახა კალაძეზე

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია თბილისის მერის, კახა კალაძის ვიდეოზე აგორებულ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ნუ შემომივარდებით და ნუ დამიწყებთ პოლიტიკური ქვეტექსტების ძებნას ამ სტატუსში. ძალიან გამაღიზიანა კალაძეზე და გლდანზე ატეხილმა ამბავმა და მომინდა დამეწერა…. ახლა რომ აიწია ერთი ამბავი და ვნებათაღელვა, მართლა არ ჰქონდა თბილისში ბინა კახის, მართლა გლდანში ცხოვრობდა ,მგონი მამიდასთან, მართლა ძალიან უჭირდა, რამდენადაც ვიცი და არაფერი ტყუილი არ უთქვამს…. პლუს - გლდანი თბილისი არააო, ეგ არ უთქვამს. ობიექტურიბა ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკისას. ნუ დავკარგავთ. წლების წინ ყველანი რომ ვამაყობდით მისი საფეხბურთო წარმატებებით, ეგეც მისი შრომის შედეგი იყო. იმ ნათესავის სახლიდან, გლდანიდან დადიოდა სავარჯიშოდ. ხოდა ,რა უბედურებაა ეს გლდანი თბილისი არაას აგორება, თან როცა არ უთქვამს.
P.s- ,,ოცნების,, დავალებით არ ვწერ სტატუ. ჩემი პირადი სათქმელია ამ ,,გლდანის აურზაურში", - წერს გრიგოლია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა