თეგებით ძიება

"სააკაშვილის განკარგულებით, მეგის ქარდავას ძმას 1 ლარად კოჯორში მდებარე 2501კვ.მ ტყის ზონა გადაეცა. რაო, მიხეილ, აბა მეგის ქარდავას არ ვიცნობდიო?!" - რა დოკუმენტებს აქვეყნებს თამთა მეგრელიშვ

ექსპერტი, თამთა მეგრელიშვილი პრემიერ ღარიბაშვილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ 2011 წელს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კოჯორში ტყის ზოგა მეგის ქარდავას ძმაზე გააჩუქა.

"ეს იმ სერიიდანაა მიხეილ სააკაშვილი საკუთარი რეჟიმის ჯალათებს ქონებას რომ საჩუქრად ურიგებდა და ახლა უარყოფს, მათთან ნაცნობობასაც კი გამორიცხავს.

2011 წლის 16 ნოემბერს პრეზიდენტის
მიხეილ სააკაშვილის #16/11/05 განკარგულებით ლევან ქარდავას, მეგის ქარდავას ძმას 1 ლარად კოჯორში მდებარე 2501 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი(ტყის ზონა) გადაეცა. (საკადასტრო კოდი: 81.01.06.325).
რაო, მიხეილ, აბა მეგის ქარდავას არ ვიცნობდიო?!
იცნობდი და თან როგორ-
ქონებასაც ჩუქნიდი", - წერს თამთა მეგრელიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა