თეგებით ძიება

გერმანიის მოქალაქე საქართველოში ნათესავებს ეძებს

სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ლია წიქარიშვილი გერმანიის მოქალაქის, არნოლდ დინელტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მამაც, ბორჯომში დაიბადა. როგორც წიქარიშვილი წერს, გერმანიის მოქალაქე საქართველოში ნათესავებს ეძებს.

„დავეხმაროთ ბორჯომლებო წაიკითხეთ და გააზიარეთ.
გამარჯობა მეგობრებო!
ამ ფოტოს და პოსტს ვდებ ბატონი არნოლდ დინელტის (Arnold Dinelt) სურვილით. ის გერმანიის მოქალაქეა, დაიბადა ბერლინში, 1951 წელს. მისი მამა, ალექსანდრე დინელტი დაიბადა 1891 წელს ბორჯომში, იყო თბილისელ ქალბატონზე დაქორწინებული, შემდეგ დაშორდნენ, იბრძოდა 1 მსოფლიო ომ8ს დროს რუსულ გვარდიაში, შემდეგ გერმანიაში დასახლდა და დაქორწინდა . საქართველოში დარჩნენ ბატონი ალექსანდრეს მამა, ადოლფ დინელტი და ძმა, კარლ დინელტი.
ბატონი არნოლდი დაინტერესებულია გაიცნოს ნათესავები. გთხოვთ, დაეხმაროთ ბატონ არნოლდს. სამწუხაროდ, მამის ფოტო არ აქვს, ამიტომ საკუთარ ფოტოს აქვეყნებს.
გმადლობთ, წინასწარ“, - წერს ლია წიქარიშვილი.






თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა