თეგებით ძიება

მიშას მდგომარეობა გაუარესებულია - გიორგი სააკაშვილი

გიორგი სააკაშვილის ინფორმაციით, მისი ძმის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ის კვლავ შიმშილობას დაიწყებს, ეს მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

“პენიტენციურ დაწესებულებას დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღეებს, ერთი არის ცხადი, რომ მიშას მდგომარეობა არის გაუარესებული, აქვს ჰიპერტონიული წნევა, აქვს ნევროლოგიური პრობლემები. უნდა მივაღწიოთ საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით, საელჩოების საშუალებით მივაწვდინოთ სწორედ ხმა რომ მიეცეთ ექიმებს ნახვის საშვუალება და არსებული მდგომარეობა შეაფასონ. და ეს იქნება გარანტი, ჩვენთვის, ოჯახისთვის, რომ ადამიანს ვხედავდეთ ჯანმრთელს. ჩემი ძმის გადასაწყვეტია პროტესტის რა ფორმას მიმართავს, მაგრამ მინდა ვთხოვო რომ არანაირად არ შეიძლება მისთვის შიმშილობა, ვინაიდან ეს ძალიან მძიმე შდეგებს გამოიწვევს, როგორც მოგეხსენებათ, გორში მინიმუმ 2–3 თვე უნდა ყოფილიყო რეაბილიტაციისთვის და ზუსტად ერთ თვეში აიძულეს დაბრუნებულიყო ციხეში”, – აცხადებს გიორგი სააკაშვილი “პირველებთან”.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა