თეგებით ძიება

"ვარ ჩვეულებრივი მოკვდავი უამრავი შეცდომით, რომელსაც თავს ვერ ვპატიობ..." - მაიკო კაჭკაჭიშვილი

მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი მალე იუბილარი იქნება. საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"სრულდება ჩემი ვითომ ახალგაზრდობა
3 თებერვალს 41 წლის გავხდები ამ პოსტს ვწერ იმიტომ რომ მემორიმ შემახსენოს
ვარ ჩვეულებრივი მოკვდავი ბევრი უამრავი შეცდომით რომელსაც თავს ვერ ვპატიობ მაგრამ ამ ყველაფერში დადებითსაც ვხედავ ვცდილობ გამოვასწორო და გამომდის კიდეც
ზუსტად რაც ვიცი იმას დავწერ
1 არასოდეს დამიდია ფეხი ადამიანისთვის!
2 არასოდეს დამიწყია ადამიანის გაჭორვა
3 არასოდეს მიღალატია
4 არასოდეს გამხარებია სხვისი გულის ტკენა
5 არასოდეს სერიოზული ტყუილი არ მითქვამს
6 არასოდეს დამიბრალებია ადამიანისთვის რაიმე
7 სიკეთე მიკეთებია თუ არა ამას ჩემთვის დავიტოვებ
აი მეგობრებო მხოლოდ 6 კარგი თვისება მაქვს დანარჩენი ყველაფერი ცუდი ამიტომ ვერ ჩამოვთვლი ძაან ბევრია
40 წელი ასე გავლიე
ვნახოთ ამის მერე რა მოხდება
გული კი მწყდება მხოლოდ ერთ რამეზე
ფუჭად დაკარგულ და არასწორ ადამიანებთან გატარებულ დროზე
მაგრამ ეგეც გაკვეთილი იყო
იმედია შუა ასაკში ბევრ შეცდომას აღარ დავუშვებ", - წერს კაჭკაჭიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა