თეგებით ძიება

"ბევრს ეწვალა, იბრძოლა, მაგრამ მაინც წავიდა... ყველაფერი ვცადე მის გადასარჩენად" - გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქელში თავის ოთხფეხა მეგობარზე წერს, რომელიც მოუკვდა.

"ბევრს ეცადა, ეწვალა, იბრძოლა მაგრამ მაინც წავიდა ჩემი ოთხფეხა მეგობარი...
იმედს ვიტოვებ რომ ყველაფერი ვცადე მის გადასარჩენად.
მადლობელი ვარ თითქმის 20 წლიანი ერთგულებისა და შრომისთვის.
დავემშვიდობე ჩემს მხიარულ, მეგობრულ, კუნტრუშა ბრუციან ვასიას...
ვისაც გყავთ ან გყოლიათ შინაური ცხოველი და მათთან გიმეგობრიათ კარგად მიმიხვდებით რა განცდაა ეს.
მადლობა ყველას ვინც მეხმარებოდა მის მოვლასა და მკურნალობაში.
ოთო გამხიტაშვილი, გური ზურაბაშვილი
ასევე დიდი მადლობა ნათია ბერიძეს და მისი ვეტ კლინიკის მთელ გუნდს, ვინც უამრავი მედიკამენტი და რჩევები უანგაროდ გაიღო.
ვეცდები პატარა ვასიასავით მხიარული პატარა ჩოჩორი ვიშოვო და მოვიყვანო, ისევ რომ იკუნტრუშოს ეზოში.

P.S. ვინც ამ თემაზე ღლიცინს აპირებთ ან "ხალხი იხოცება ვირს რას ჩივიო" გთხოვთ თავი შეიკავეთ. გაატარეთ ეს პოსტი...", - წერს სუხიტაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა