თეგებით ძიება

"სრულიად სხვა პოლიტიკურ გარემოში ვიქნებოდით, ზურა რომ არ მოეკლათ!... მეც დავრჩი ასე ულიდეროდ" - ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვყნებს:
"ბევრჯერ მოვუსმინე...
არც ართი სიტყვა ნიშნისმოგებით!
არანაირი პოპულიზმი!
არცერთი მცდელობა ვინმეს წისქვილზე წყლის დასხმის!
ეს იყო ზურაბ ჟვანია! თავისუფალი პოლიტიკოსი! მოაზროვნე პოლიტიკოსი!
რა თქმა უნდა, სრულიად სხვა პოლიტიკურ გარემოში ვიქნებოდით, ზურა რომ არ მოეკლათ!
რა თქმა უნდა, სრულიად სხვა მასშტაბის და გაქანების ლიდერი დაკარგა საქართველომ და მეც დავრჩი ასე ულიდეროდ და ტყუილად ნუ მსაყვედურობთ, შენი მოსაწონი არავინ არ არისო... მოუსმინეთ და აუცილებლად გამიგებთ!

P.S.
ჰო, ზურა აქ 37 წლისაა...
მაინც რომ იცოდეთ, როდესაც ვინმეს, ახალგაზრდობის გამო, სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის პატიებას დაუპირებთ..." წერს ხათუნა ხოფერია", - წერს ხოფერია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა