თეგებით ძიება

"თამამი არაა კობახიძე; მამაცი - ღარიბაშვილი; გულადი არაა მდინარაძე; გონიერი - ოხანაშვილი; ტაქტიკურად ვერ აზროვნებს გომელაური" - ირაკლი ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"იმისათვის, რომ ომი არ იყოს!.. უნდა იყო თამამი; მამაცი; გულადი; გონიერი... გულწრფელი; ტაქტიკურად მოაზროვნე; სტრატეგიული ხედვების მქონე... დიპლომატიური და ა.შ.
ახლა დავაკვირდეთ:
თამამი არაა კობახიძე;
მამაცი - ღარიბაშვილი;
გულადი არაა მდინარაძე;
გონიერი - ოხანაშვილი;
ტაქტიკურად ვერ აზროვნებს გომელაური;
სტრატეგიულად - ვერავინ.
დიპლომატიური არაა ვთქვათ წულუკიანი თუ პაპუაშვილი.
მივიღებთ ომს?
მე გეტყვით, რომ, არა!
უომრად მივიღებთ სირცხვილს!
უომრად მივიღებთ სახელმწიფოებრიობის ნიშნების არმქონე სახელმწიფოდწოდებულს.
რა უნდა ვქნათ?
არაფერი... დავუკვირდეთ რას აკეთებს კოლექტიური კობახიძე და გვახსოვდეს, 180⁰ - ით განსხვავებულს თუ გავაკეთებთ, ქვეყანა კარგად იქნება", - წერს ტაბლიაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა