თეგებით ძიება

"თქვენსკენ როგორაა საქმე ამ მიმართულებით კოლეგებო?" - ბაკურ ბაკურაძე

რეჟისორი, ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"საღამო მშვიდობისა!
ამ შეკითხვას არ დავსვამდი, რომ არ გადამემოწმებინა ჩემს რამდენიმე მეგობართან და უკლებლივ ყველასგან რომ მივიღე დადებითი პასუხი მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე მეკითხა ყველასათვის.
მოკლედ:
ბოლო ორი თვეა, ან შეიძლება მეტიც, ისტერიულად ვურტყამ დენს ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მაღალი “ვოლტაჟით” და არც “ამპერაჟით” არასოდეს გამოვირჩევოდი
იგივე სჭირს ჩემი ოჯახის ყველა წევრს. შიშით ვერ შევხებივარ ვერაფერს და რაც მთავარია ვხედავ იმ ლურჯ დამუხტულ ძაფს ჰაერში
სინთეტიკა გაცვია და ა.შ. არ მიიღება. მაცვია ის, რაც აქამდეც მეცვა
ადამიანისთვის ხელი ვერ ჩამომირთმევია
თქვენსკენ როგორაა საქმე ამ მიმართულებით კოლეგებო?", - წერს ბაკურაძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა