თეგებით ძიება

"ვენაცვალე ანტივაქსერებს. ეგენი არიან სიტყვის კაცები/ქალები - სთქუეს და აღასრულეს!" - ნინო თარხნიშვილი

ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მადლობა მთავრობას პანდემიის ასეთი თანმიმდევრული მართვისთვის :დ
ვენაცვალე ანტივაქსერებს. ეგენი არიან სიტყვის კაცები/ქალები - სთქუეს და აღასრულეს.
განვმეორდები და იმედია, ამ ინფიცირებულების თვლასაც დავამთავრებთ და ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც პანდემიის პიკში პანდემიას დაასრულებს.

გილოცავთ! საქართველოში პანდემია დღე-დღეზე დასრულდება!
აქვე ჩავაკვეხებ, “ომიკრონი” აუცრელებისთვის სულაც არ აღმოჩნდა “უბრალო გაციება”. სხვათაშორის, ბევრი აცრილისთვისაც", - წერს თარხნიშვილი.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა