თეგებით ძიება

"კალაძე და სხვა "შნირები" ვერასდროს გაიგებენ, რას ნიშნავს მგზავრობისთვის თვეში ზედმეტი 100 ლარის გადახდა" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდას სოციალურ ქსელში ეხმაურება და თბილისის მერს, კახა კალაძეს აკრიტიკებს.

"დედაქალაქის მოსახლეობას მგზავრობა 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაეზარდა. კალაძისა და სხვა შნირების ბანდისთვის, რომლებმაც პარალელურად ახალი ავტოპარკი შეიძინეს, ამაზე ჩივილი უბრალოდ სასაცილოა.

ისინი ვერასდროს გაიგებენ, რას ნიშნავს ადამიანისთვის მგზავრობისთვის თვეში ზედმეტი 100 ლარის გადახდა. ოღონდ, ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ ოჯახებზე, რომლებსაც ამ ფულით იაფი ელექტროგამათბობელი უნდა ეყიდათ, რათა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, გაზქურიდან გამოყოფილი CO-თი არ ამომხრჩვალიყვნენ.

შემთხვევითი არაა, რომ დედაქალაქის თვითგამოცხადებული მერი ერთი-ერთზე იმეორებს რუსების მესიჯებს, განსაკუთრებით ჩემთან მიმართებით. ქურდბაცაცა დარწმუნებულია, როგორც 2014-ში ამტკიცებდა, რომ იანუკოვიჩი იმარჯვებდა, რომ ახლა რუსეთი ამარცხებს უკრაინას, მერე საქართველოსთვისაც მოიცლის და თავის თავს საჯარო განცხადებებით "ჩერეზ" კანონიერი ქურდები და სხვა მეთოდებით "მეფისნაცვლად" სთავაზობს და თავისი მოკლე ჭკუით ჰგონია, რომ ამას ვერავინ შეამჩნევს.

ამავე დროს, 70 მილიონი გაისროლეს მხოლოდ ავტობუსებზე, რამდენიმე ერთეული მილიონი ახალ მანქანებზე და ვისგან უნდა ამოიღონ თუ არა 80% გაღატაკებული მოსახლეობისგან.

პრობლემა ის აქვს, რომ ვერცერთ ოპოზიციურ საკრებულოს წევრზე, რომელიც კალაძეს "ქურდს" უწოდებს, არ შეუძლიათ თქვან, რომ როდესმე რაიმე მოიპარეს, ან ვინმეს რაიმე ქონება აქვს დაგროვილი. გულში ალბათ გიჟებიც ჰგონიათ ირაკლი ნადირაძე, სოფო ჯაფარიძე ან საბა ბუაძე", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, თბილისში 1-ლი თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა